Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=687728&print=yes&view=jobs
 
დაცვის უფროსი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის უფროსი
მომწოდებელი: Dreamland Oasis in Chakvi
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი - სასტუმროს გენერალური მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სტრატეგიული მართვა და დოკუმენტაცია

** სტრატეგიული მართვა: უსაფრთხოების დეპარტამენტის წლიური გეგმისა და ბიუჯეტის მომზადება/შეთანხმება.
** პოლიტიკა და რისკები: უსაფრთხოების პოლიტიკის, ნორმებისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მათი ყოველდღიური დაცვის უზრუნველყოფა; რისკების ანალიზი და შესაბამისი ზომების შემუშავება.
** გუნდის მართვა: უსაფრთხოების თანამშრომლების შერჩევა, ტრენინგი და მართვა; დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის მონიტორინგი, შეფასება და ცვლების განრიგის კონტროლი.
** ტექნიკური უსაფრთხოება: უსაფრთხოების ყველა სისტემის (CCTV, საკეტი მექანიზმები, გასაღებები, კონტროლის არხები) მუდმივი მონიტორინგი და მართვა; გაუმართავი სისტემების იდენტიფიკაცია/შეკეთება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
** დანაკარგების პრევენცია: კომპანიის მატერიალურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა (ქონების დაცვა) და დანაკარგების პრევენციის ყველა პროცედურის (შემოვლების ჩათვლით) ზედამხედველობა.
** ტერიტორიის კონტროლი: კომპანიის ტერიტორიის ყველა შესასვლელ-გასასვლელის კონტროლი, პატრულირება, უცხო პირების/ცხოველების არ დაშვება და მანქანების მოძრაობა/პარკირების წესრიგის უზრუნველყოფა.
** საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება: საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავება; ინციდენტებზე მყისიერი რეაგირება; ევაკუაციის პროცესის უშუალო ხელმძღვანელობა და ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება.
** ანგარიშგება და თანამშრომლობა: გამოვლენილ დარღვევებზე რეპორტინგი და ინციდენტების დეტალური ანგარიშების მომზადება; უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი რეპორტინგი.
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება, მისი კომპეტენციების ფარგლებში.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე
** კომპიუტერული უნარი - MS office; Windows;
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი, ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა, დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დაცვის უფროსი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტის ინფორმირება:

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "დატაპრო" (ტელ: +995 595 018 956).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია