Робота для біженців з України
აუქციონი მოძრავ ქონებაზე - სატრანსპორტო საშუალებებზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აუქციონი მოძრავ ქონებაზე - სატრანსპორტო საშუალებებზე
მომწოდებელი: ბი-ფი ექსპლორეიშენ ლიმიტედი
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის" საქართველოს თბილისის ფილიალი აცხადებს ღია აუქციონს მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე - სატრანსპორტო საშუალებებზე.

სატრანსპორტო საშუალებების უმეტესი რაოდენობა ტოიოტას მოდელებია - LC76, HILUX, PRADO, LC 200, და რამოდენიმე FORD და LAND ROVER მოდელები.

სატრანსპორტო საშუალებები განუბაჟებელია. საბაჟო პროცედურის წარმოებაზე პასუხისმგებელია მყიდველი ორგანიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართეთ ელენე იოვაძეს, მისამართზე: iovadzeh@bp.com. ელექტრონული ფოსტა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** ორგანიზაციის იურიდიული სახელწოდება
** ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი

საკონტაქტო პირი:

** სახელი და გვარი
** ტელეფონის / მობილურის ნომერი
** ელექტრონული ფოსტის მისამართი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 19.12.2025
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე