|
დასახელება:
ბუღალტრის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
JET Sharing Technologies
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 09 იანვარი
|
"JET Sharing Technologies" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: ბუღალტრის ასისტენტი ადამიანური რესურსების ფუნქციებით (დისტანციურად).
პატივცემულო კანდიდატებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ვაკანსიისთვის რუსული ენის ცოდნა სავალდებულო მოთხოვნაა, ვინაიდან სათავო ოფისი მდებარეობს ყაზახეთში.
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტაციის გატარება 1C / ბალანსის სისტემებში;
** მუშაობა ინტერნეტ-ბანკინგში: საბანკო ამონაწერების გატარება, გადახდების შექმნა;
** თანამშრომლობა სათავო ოფისთან ანგარიშგების საკითხებზე;
** შრომითი ხელშეკრულებების, თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების ბრძანებების მომზადება;
** მომსახურების მიღება-გაცემის ხელშეკრულებების მომზადება;
** პერსონალის შესახებ ანგარიშგების მომზადება და გადაგზავნა სათავო ოფისში;
** თანამდებობის შესაბამისი დამატებითი ამოცანები, ასევე დახმარება და კომუნიკაცია ფილიალების დირექტორებთან (ბათუმი, თბილისი).
კვალიფიკაციური მოთხოვნები:
** სავალდებულოა ქართულისა და რუსული ენების ცოდნა;
** ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 2 წელი;
** საერთაშორისო კომპანიებში ან ფილიალური ქსელის მქონე კომპანიებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, მაგრამ არაა სავალდებულო;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, 5/2, დისტანციურად (სახლიდან), კვირაში ერთხელ სერვის ცენტრში გამოცხადება (ქ. თბილისი);
** ანაზღაურება: 1300-1500 ლარი ხელზე;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** გაფორმება: შრომითი ხელშეკრულება.
რეზიუმეები გამოგზავნეთ მეილზე: hr.ga@jetshr.com.
|
|
|
|