|
დასახელება:
ჯოსპერ გრილის მზარეული
|
| მომწოდებელი:
Tbilisi Philharmonic Hotel, Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
|
"სასტუმრო თბილისი ფილარმონია მერკურისგან" აცხადებს ვაკანსიას ჯოსპერ გრილის მზარეულის პოზიციაზე.
სასტუმრო თბილისი ფილარმონია მერკურისგან იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!
ძირითადი ვალდებულებები:
** ჯოსპერის ნახშირის ღუმელის ეფექტური მართვა;
** ხორცპროდუქტების, ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულის მომზადება რესტორნის სტანდარტების მიხედვით;
** გრილის ტემპერატურის, ნახშირის რაოდენობისა და მომზადების დროის მუდმივი კონტროლი;
** რეცეპტების მიხედვით პროდუქტების დამარინადება, შეზავება და მომზადება;.
** კერძების გემოს, ხარისხისა და პრეზენტაციის შემოწმება;
** "ა ლა კარტე" კერძების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ჯოსპერის გრილის მომზადება-ნახშირის ანთება, ტემპერატურის რეგულირება, ინვენტარის მოწესრიგება;
** სამუშაო პროცესის შენარჩუნება მთელი ცვლის განმავლობაში;
** მარაგების კონტროლი და დროული კომუნიკაცია შეფთან ან სუპერვაიზერთან;
** პროდუქტების სწორად შენახვა, მონიშვნა და როტაცია (FIFO).
** HACCP-ის და ყველა საკვების უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა;
** გრილის სივრცის მუდმივად სუფთა და ორგანიზებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** ჯოსპერის ღუმელისა და სამუშაო ადგილის დასუფთავება;
** სამზარეულოს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
** შეფთან ზუსტი კომუნიკაცია მომზადების დროებსა და სპეციალურ მოთხოვნებზე.
საჭირო გამოცდილება და უნარები:
** ჯოსპერის ან სხვა ნახშირის გრილთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** გრილთან მუშაობისა და ხორცპროდუქტის მომზადების ტექნიკის კარგი ცოდნა;
** სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი;
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
კომპეტენციები:
** დროის ეფექტიანი მართვა;
** სუფთა და ორგანიზებული სამუშაო სტილი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** მაღალ ტემპერატურასთან მუშაობის უნარი.
იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hc1n1-hr@accor.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 23/12/2025
ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ "Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
|
|
|
|