|
დასახელება:
შესყიდვების დირექტორი/დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
გრადუს გრუპ მაუდი
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 09 იანვარი
|
დეველოპერული კომპანია "გრადუს გრუპ მაუდი" http://www.gradusgroup.ge აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დირექტორი/დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოზიციაზე.
სამუშაო ამოცანები:
** სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის შესყიდვების დაგეგმვა და მართვა.
** ტენდერების ჩატარება და საუკეთესო მომწოდებლების მოძიება-შერჩევა;
** უცხოელი და ადგილობრივი მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და შეფასება.
** მოლაპარაკებების წარმოება ფასებზე, პირობებსა და კონტრაქტებზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
** სხვა ქვეყნებიდან იმპორტის სრული პროცესის მართვა: შეკვეთა → ტრანსპორტირება → საბაჟო → საწყობი.
** საბუთების (ინვოისები, კონტრაქტები, სერტიფიკატები, სატრანსპორტო დოკუმენტები) მართვა.
** საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფა და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა.
** სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი და ტექნიკური სტანდარტების დაცვა.
** შეკვეთის, შესყიდვის ორდერის, საჭირო ინფორმაციის სისტემური ასახვა, ანალიზი და კონტროლი;
** საქონლის ნაშთების კონტროლი და შეკვეთების დაგეგმვა;
** ბაზრის მონიტორინგი: ფასები, ტენდენციები, ინოვაციური მასალების მოძიება.
** კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება სამშენებლო შესყიდვების სფეროში
** ქართულისა და ინგლისურის სრულყოფილად ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** მენეჯერული, სწორი კომუნიკაციის და ეფექტურად მართვის უნარები
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** MS Office პროგრამების ცოდნა, პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
ჩვენ ვეძებთ პუნქტუალურ, პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ, კრეატიულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელსაც დავახვედრებთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიონალთა გუნდს და საინტერესო გამოწვევებს.
გთავაზობთ:
კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული 2500 ლარი + ბონუსი)
პროფესიულ და კარიერულ ზრდას
სამუშაო განაკვეთი სრული: სტანდარტული საოფისე/ჰიბრიდული/ დისტანციური/სხვა - ინდივიდუალური
სამუშაო ადგილი: თბილისი/ქუთაისი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: hr@sts-cm.com და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპანია ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|