|
დასახელება:
მეღვინე
|
| მომწოდებელი:
კარდანახი 1888
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 09 იანვარი
|
ღვინის კომპანია "კარდანახი 1888" აცხადებს ვაკანსიას მეღვინის თანამდებობაზე
მდებარეობა: კარდენახი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება მეღვინეობის სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოში ყველა აქტივობის, მათ შორის ყურძნის მიღება-გადამუშავების, პროცესის მართვა
** ღვინო-მასალების დამუშავება და ჩამოსხმისთვის მომზადება
** ლაბორატორიული ანალიზების გაკეთება
** ნაშთების კონტროლი
** ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა
** საჭირო საბუთების შედგენა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელმისამართზე: Info@kardanakhi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მეღვინე ტექნოლოგი
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|