Робота для біженців з України
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეი ეფ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
"JF Georgia" ეძებს კრეატიულ და შედეგებზე ორიენტირებულ ციფრული მარკეტინგის მენეჯერს, რომელსაც ექნება თანამედროვე მარკეტინგული ხედვა და პრაქტიკული უნარები.

მოთხოვნები:

** მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვის უნარი
** ანალიტიკური და კვლევითი უნარები
** საკუთარი ტელეფონით ან კამერით გადაღების ცოდნა
** კონტენტის საბაზისო მონტაჟის ცოდნა (Reels/TikTok/Shorts ფორმატები მისაღებია)
** კომუნიკაციისა და დროის ეფექტური მართვის უნარი
** პორტფოლიო (სასურველია)

ვალდებულებები:

** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი
** მარკეტინგული აქტივობების ორგანიზება და მართვა
** გადაღებების დაგეგმვა, ლოკაციების შერჩევა და მონაწილეობა გადაღების პროცესში
** მოკლე ვიდეოებისა და კონტენტის მონტაჟი/რედაქტირება
** ბრენდის განვითარება და პოზიციონირება
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი
** კონტენტის შექმნის პროცესის ზედამხედველობა

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი CV /რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@junglefever.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელებაში რომელ ქალაქში აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე