|
დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი 1
|
| მომწოდებელი:
ოსტეო დენტაშოპი
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 09 იანვარი
|
შპს "ოსტეო დენტაშოპის" წარმატებული და მეგობრული გუნდი იზრდება და ვეძებთ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს ქ. თბილისში.
შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია ყველაზე კომპეტენტურ გუნდთან ერთად!
ჩვენი გაყიდვების მენეჯერი:
** ჩართული იქნება B2B გაყიდვების სტრატეგიების ჩამოყალიბებაში
** ყოველდღიურად გაიცნობს ახალ წარმატებულ ექიმებს
** მუდმივად განვითარდება პროფესიულად (ვებინარები, ტრენინგები, კონგრესები)
** მიიღებს რჩევებს ამ დარგის გამოცდილი სპეციალისტებისგან
რას გთავაზობთ ჩვენ?
** სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.
** საწყისი ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად (გამოცდილებიდან გამომდინარე 1500 ლარიდან) და არის ზრდადი. პრემიული სისტემა - გაყიდვების მიხედვით.
** გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი): 3-6 თვე
სამუშაოს აღწერილობა:
** ყოველდღიური წინასწარ დაგეგმილი ვიზიტები ექიმებთან, კლინიკის ხელმძღვანელებთან და კბილის ტექნიკოსებთან
** კომპანიის პროდუქციის გაცნობა, დანერგვა, გაყიდვების ხელშეწყობა
** ყოველდღიური, ყოველთვიური სამუშაოს დაგეგმარება/რეპორტინგი
** პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** კლიენტების პორტფოლიოს მართვა
** საჭიროებისამებრ მივლინებები რეგიონებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება. სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი, სამედიცინო/ფარმაცევტული განხრით
** წარმომადგენლად მუშაობის მინ. 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: info@dentashop.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "medical".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|