Робота для біженців з України
განყოფილების უფროსის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განყოფილების უფროსის მოადგილე
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგებისა და საბარათე გადახდების რეპორტინგის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე (პლასტიკური ბარათების დეპარტამენტი/ფინანსური ანგარიშგებისა და საბარათე გადახდების რეპორტინგის განყოფილება)

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:

** Visa/MC/UPI საერთაშორისო სისტემებთან ანგარიშსწორება. ანგარიშსწორების ფაილის გაშიფვრა და პროგრამული ასახვა;
** პარტნიორ ბანკებთან ანგარიშსწორება, საკორესპონდეციო ანგარიშზე ასახული ანგარიშსწორების თანხების შედარება ბანკის შიდა გატარებებთან პროგრამული ასახვის ინიციირება;
** ანგარიშსწორების პროცესისთვის საჭირო ფინანსური გატარებების შესრულება;
** ანგარიშსწორებისთვის საჭირო სატრანზიტო ანგარიშების კონტროლი და გასწორება;
** Visa და MC საერთაშორისო სისტემებთან კვარტალური რეპორტების წარმოება;
** საბარათე ტრანზაქციების (იშუინგი/ექვაირინგი) დამუშავება და პროგრამული ასახვა;
** საბარათე ბიზნესის ფინანსური შედეგების ანალიზი და კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2=წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველი: ფინანსური მათემატიკა.

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:

** ორგანიზაციული უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობისა მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე:  (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე