|
დასახელება:
ხარჯთაღმრიცხველი ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
Tiflis Village
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 09 იანვარი
|
"Tiflis Village" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველი ინჟინრის (ArchiCAD / კარკასული და მონოლითური მშენებლობა) პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ გუნდში ადამიანს, რომელსაც შეუძლია სწორად წაიკითხოს ნახაზები, იმუშაოს ArchiCAD-ში და ჰქონდეს საბაზისო ცოდნა კარკასული (ხის ან ფოლადის) და/ან მონოლითური კონსტრუქციების შესახებ.
სპეციალიზებულ ხარჯთაღრიცხვის პროგრამაში მუშაობას ადგილზე შეგასწავლით.
ლოკაცია: თბილისი
მთავარი მოვალეობები:
** ხის, კარკასული და რკინაბეტონის კონსტრუქციების მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვების შედგენა;
** არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნახაზებთან მუშაობა;
** მასალების რაოდენობების, სპეციფიკაციების და დასასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის დამზადება;
** პროექტის დოკუმენტაციასთან ზუსტი და ორგანიზებული მუშაობა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ArchiCAD-ის კარგი ცოდნა;
** ნახაზების კითხვა და კონსტრუქციული სქემების გაგება;
** კარკასული მშენებლობის საბაზისო ცოდნა — უპირატესობა;
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე, დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას ვთავაზობთ:
** სპეციალიზებულ ხარჯთაღრიცხვის პროგრამაზე სრული გადამზადება;
** თანამედროვე, მშვიდი და მეგობრული სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდის და წინსვლის შესაძლებლობა;
** სტაბილური, გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით;
** რეალურ პროექტებში ჩართულობა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება.
საკონტაქტო ნომერი: 595 77 99 97
|
|
|
|