Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ELT Georgia
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
"ELT Georgia" იზრდება და აფართოებს ოპერაციულ მიმართულებებს. ვეძებთ გამოცდილ ლოგისტიკის მენეჯერს, რომელიც მართავს კომპანიაში შიდა ლოგისტიკურ პროცესებს, უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ მიწოდებას მყიდველებთან და ეფექტურ კოორდინაციას საწყობთან და ოფისთან.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** საქართველოს მასშტაბით (მთავრად თბილისში) გადაზიდვების ორგანიზება და კოორდინაცია (საერთაშორისო გადაზიდვები და ტრანსპორტირება არ შედის მოვალეობებში)
** ტრანსპორტირების დოკუმენტაციის მართვა (ინვოისები, ზედნადებები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები)
** პროდუქციის მიღებისა და გატანის პროცესის კონტროლი საწყობთან თანამშრომლობით
** შემოსული ტვირთებისა და კონტეინერების დაგეგმარება/კოორდინაცია საწყობის მენეჯერთან
** ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაცია და მიმდინარე საკითხების დროული მოგვარება
** მარაგების კონტროლი და შიდა რეპორტინგი
** პროდუქციის მიწოდება მყიდველთან (მისამართებზე წვდომა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება ლოგისტიკაში
** საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (BL, Invoice, Packing List, CMR)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენა - არასავალდებულო, ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word)
** მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარი
** მართვის მოწმობა (კატ. B) - სავალდებულო
** საკუთარი ავტომობილი - სავალდებულო

რას გთავაზობთ:

** სტაბილური და მზარდი სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული და ორგანიზებული გუნდი
** როგორ შევიტანო კანდიდატურა:

გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@eltgeorgia.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე