Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=687558&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: პოლარის ფაინანს
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
ბუღალტრულ-ფინანსური აუთსორსინგის კომპანია "Polaris Finance" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში.

შესასრულებელი ამოცანები:

** კლიენტებთან კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება სტანდარტების დაცვით;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
** ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
** ბანკის, სალარო ამონაწერების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში.
** კლიენტებისთვის ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე ბუღალტრული აუთსორსინგის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება

ანაზღაურება: 1000-1500₾ net, კვალიფიკაციის მიხედვით + საბონუსე სისტემა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ჩვენ შესახებ: https://polarisfinance.ge

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: team@polarisfinance.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია