|
დასახელება:
ობიექტის სერვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ ობიექტის სერვის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
** მომხმარებლის დახვედრა ობიექტზე და გაძღოლა, ბინის, მშენებლობის მიმდინარეობის დათვალიერების მიზნით;
** მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ბინის განლაგების, სამშენებლო მასალების, სარეკრეაციო ზონის და სხვა ტექნიკური და სამშენებლო დეტალების შესახებ;
** ბინის ჩაბარებამდე, ბინის დათვალიერება და ანგარიშგების სახით უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება ბინის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ;
** არქის მობინადრეთათვის დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია, სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები);
** ბონუსი, მუშაობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ;
** საწვავს ობიექტებზე გადასაადგილებლად;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|