|
დასახელება:
Power BI Report დეველოპერი - სტაჟირება
|
| მომწოდებელი:
scapp
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
"სვის კაპიტალი" ახლა უკვე "სკაპი" — ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას.
სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებისკენ, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პროდუქტების გამრავალფეროვნებისკენ.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 35 ფილიალით საქართველოს 14 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ყვარელში, ახალციხესა და ფოთში.
სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური სისტემა. ამჟამად სკაპი აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიონალს.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სკაპი" აცხადებს ვაკანსიას Power BI Report Developer-ის სტაჟირების პროგრამაზე.
ვაკანსია განკუთვნილია შესაბამისი პროფესიული განათლების მქონე კანდიდატებისთვის, რომელთაც აქვთ საბაზისო გამოცდილება მონაცემთა ანალიტიკისა და რეპორტინგის მიმართულებით. სტაჟიორს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს Data Warehouse-ის და ანგარიშგების პროცესის განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური, პერიოდული და ერთჯერადი რეპორტების შექმნა SQL, Power BI Desktop გამოყენებით
** SQL მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის დამუშავება და რეპორტებში ინტეგრირება
** DAX Measures-ის შექმნა და რედაქტირება
** ETL/ELT პროცესების მხარდაჭერა (მონაცემთა ხარისხის შემოწმება, საბაზისო ტრანსფორმაციები)
** არსებული რეპორტების ოპტიმიზაცია, ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Power BI Desktop, Microsoft Power BI Service-ის საშუალებით რეპორტების შექმნა/რედაქტირება, საბაზისო ცოდნა აუცილებელია;
** PostgreSQL ან MS SQL, საბაზისო ცოდნა აუცილებელია;
** Python-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Version Control (Git), საბაზისო ცოდნა;
** ETL/ELT პროცესების საბაზისო ცოდნა;
** Data Modeling-ის საბაზისო ცოდნა;
** Data Warehouse-ის საბაზისო ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** შედეგებზე ორიენტირებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სრულყოფილი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე;
** უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების ან მათემატიკის განხრით ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
** სტაჟირების ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@scapp.ge, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "Power BI Report Developer - internship".
|
|
|
|