|
დასახელება:
სოციალური მედიის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
აი სი არ თრეიდი
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
შპს "აი სი არ ტრეიდი" საცალო ბიზნეს სფეროში საქართველოში ერთ-ერთი დიდი და სტაბილურია. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი.
ჩვენ ვეძებთ სოციალური მედიის ადმინისტრატორს, რომელიც ჩაერთვება ბრენდის ციფრული კომუნიკაციის განვითარებაში, გუნდთან ერთად შექმნის საინტერესო კონტენტს და განახორციელებს ეფექტურ სარეკლამო კამპანიებს. თუ სოციალური მედია შენთვის არა მხოლოდ სამუშაოა, არამედ ყოველდღიური ინსპირაციის წყარო — მაშინ ეს პოზიცია შენთვის არის.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #125 სამუშაო განაკვეთი: სრული, (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00)
პასუხისმგებლობები:
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა და ყოველდღიური ადმინისტრირება (Facebook; Instagram; სასურველია TikTok)
** გუნდთან ერთად, სოციალური მედიის პლატფორმებისთვის (Facebook; Instagram; სასურველია TikTok) სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** სხვადასხვა ფორმატის კონტენტის (პოსტების, სთორების, ვიდეოების) მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სასურველია Meta Ads Manager ან სხვა სოციალური მედიის სარეკლამო პანელებთან მუშაობის გამოცდილება;
** სოც. მედია არხებში კამპანიის მონიტორინგი და ანგარიში;
** სარეკლამო ბიუჯეტის ფარგლებში სამიზნე აუდიტორიის შექმნა და სარეკლამო კამპანიების მართვა
** მარკეტინგის გუნდთან ერთად სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
** გაშვებული სარეკლამო კამპანიის ანალიტიკა და რეპორტინგი;
** სოც. მედიის პლატფორმებზე მიღებული შეტყობინებებსა და კომენტარებზე სწრაფი და პროფესიონალური უკუკავშირი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ცოდნას/გამოცდილებას;
** სასურველია Meta Ads Manager ან სხვა სოციალური მედიის სარეკლამო პანელებთან მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის პლატფორმების მუშაობის პრინციპებისა და ტრენდების ცოდნა
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია)
სასურველი უნარები:
** კრეატიული აზროვნების უნარი
** გუნდთან ერთად ეფექტური თანამშრომლობა
** კარგი დროის მენეჯმენტი და მრავალ ამოცანაზე მუშაობის უნარი
თუ გსურს იყო თანამედროვე, კრეატიულ გარემოში და ყოველდღიურად შექმნა საუკეთესო მომსახურება — შემოგვიერთდი!
განაცხადების მიღების ვადა - 17 დეკემბერი, 2025.
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს.
გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა.
ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@icr.ge
|
|
|
|