|
დასახელება:
სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:
"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
** მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაციული, სასწავლო და სამეცნიერო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში დეკანის დახმარება;
** სასწავლო ცხრილების შედგენა და მასში ცვლილებების შეტანა;
** საგამოცდო ცენტრის მიერ ცხრილების მომზადებისას ჩართულობა კომპენეტციის ფარგლებში;
** პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვების მომზადება;
** სასწავლო პროცესის სასწავლო ცხრილის შესაბამისად წარმართვის მონიტორინგი;
** პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მომზადება;
** აკადემიურ რეგისტრაციის მონიტორინგი ელექტრონული მართვის სისტემაში;
** აკადემიური მოსწრების შედეგების ანალიზი;
** დიპლომის დანართების მომზადება (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით) და გაცემა;
** კლინიკურ ბაზებზე სტუდენტების გადანაწილება, ლოგბუკების მომზადება და როტაციების მიმდინარეობის მონიტორინგი;
** პედაგოგების მიერ ჩატარებული საათების აღრიცხვა და მონიტორინგი (ამ ეტაპზე ხელფასების დათვლა);
** კლინიკურ ბაზებზე ჩატარებული საათების აღრიცხვა, ბაზებთან ანგარიშსწორების მიზნით საფინანსო სამსახურისათვის მიწოდება;
** სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს სასწავლო პროცესის მენეჯერის საქმიანობის მიზნებიდან.
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
** უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.
დამატებითი უნარები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციასთან შეგუება და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი
** არაკონფლიქტურობა
** საიმედოობა
სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2025 წლის 10 იანვარი.
|
|
|
|