Робота для біженців з України
ინგლისური ენის მასწავლებელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: Lingua
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
ქალაქ ქუთაისში, ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი Lingua/English Language Centre აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.



კომპანიის შესახებ: სასწავლო ცენტრი 2022 წელს გაიხსნა და მისი მთავარი მიზანია ინგლისური ენის შესწავლა მარტივი და სახალისო გახდეს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.



აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება

** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება

** ინგლისურ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი
** კომუნიკაბელურობა და აქტიურობა

** პრეზენტაციის უნარი



უპირატესობად ჩაითვლება:


** საზღვარგარეთ მუშაობის ან სწავლის გამოცდილება

** ზრდასრულებთან ჯგუფში მუშაობის გამოცდილება

** ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერთიფიკატის ქონა (C1)



სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:


სამუშაო გრაფიკი განიხილება ინდივიდუალურად, როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე.
ანაზღაურება გამომუშავებით-ჯგუფების რაოდენობის მიხედვით + საბონუსე სისტემა


შერჩევის პროცესი:

** CV-ების განხილვა და შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება

** შერჩეული კანდიდატების მიერ საცდელი გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება

** გამოსაცდელი პერიოდი შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტრენინგი სასწავლო ცენტრში არსებულ კურსებთან ადაპტაციისთვის.
** გაივლით 1 თვიან საცდელ პერიოდს, რის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება.
** საცდელი პერიოდი სრულიად ანაზღაურებადია


დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მეილზე: linguacentre01@gmail.com

მისამართი: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის 137
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე