|
დასახელება:
სოციალური მედიის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
კლინიკა კანი
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
მულტიპროფილური კლინიკა "კანი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის თანამშრომლის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, სააკაძის დაღმართი N11
მთავარი მოვალეობები:
** სოციალური ქსელების (Instagram, Facebook, TikTok) ყოველდღიური მართვა
** კონტენტ-კალენდრის შედგენა და დაგეგმვა
** პოსტების, რილსების მომზადება/განთავსება
** კონტენტ გუნდთან (კონტენტ კრეატორებთან, დიზაინერებთან, ფოტოგრაფებთან) კოორდინაცია
** კომენტარებზე და შეტყობინებებზე დროული რეაგირება
** ანალიტიკის მონიტორინგი (ინტერაქცია, ზრდა, ჩართულობა)
** რეკლამების გაწერა/ბუსტვის მართვა (სასურველია გამოცდილება)
** ბრენდის ტონალობის დაცვა და ვიზუალური სტილის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება
** დიზაინის საბაზისო ცოდნა (Canva ან მსგავსი ინსტრუმენტი)
** ტრენდების ცოდნა და შესაბამის კონტენტში ინტეგრირების უნარი
** ტექსტების დამუშავებისა და მცირე ქოფირაითინგის უნარი
** კომუნიკაციის მაღალი უნარი
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა და დროის მართვის კარგი უნარი
** კრეატიული ხედვა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალობა
** გუნდურ და დამოუკიდებელ გარემოში მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
ლოკაცია: თბილისი, სააკაძის დაღმართი N11
CV გამოგვიგზავნეთ: hr@kani.ge
სათაურში მიუთითეთ: "სოციალური მედიის თანამშრომელი".
|
|
|
|