|
დასახელება:
სერვის ზედამხედველი
|
| მომწოდებელი:
Montisio
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
ბუტიკ-სასტუმრო "Montisio" კომპლექს "ახალ გუდაურში" აცხადებს სერვის ზედამხედველის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: სერვის ზედამხედველი
ადგილმდებარეობა: გუდაური
ანაზღაურება: 2000 ლარი
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** სასტუმროს სერვისებთან, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაციის ფლობა;
** ახალ თანამშრომლებს აცნობს დაწესებულებაში მოქმედ წესებს, შინაგანაწესს, რეგულაციებს;
** მონაწილეობს თანამშრომელთა განრიგის შედგენაში;
** რეზერვაციების შესახებ ფლობს ინფორმაციას;
** მართავს სტრესულ სიტუაციებს;
** აკონტროლებს პროდუქციის ხარჯვას და აწარმოებს დაზიანებული ინვენტარის აღრიცხვას;
** აკონტროლებს მომსახურების და პროდუქციის ხარისხს;
** აკონტროლებს კერძების და სასმელების სერვისის მიწოდების სტანდარტს, მათი რეალიზაციის პროცესს;
** მონიტორინგს უწევს და რეაგირებს სტუმრის აზრზე;
** აკონტროლებს თანამშრომელთა გარეგნულ იერ-სახეს, მათ მიერ ეთიკის და ეტიკეტის ნორმების დაცვას;
სხვა მოთხოვნები:
** თავაზიანი, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი;
** მინიმუმ 2 (ორი) უცხო ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი დარწმუნების უნარი;
** იცის მომსახურების ეტიკეტი და სტანდარტები;
** მენიუს შესახებ აქვს დაწვრილებითი ინფორმაცია;
** პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული, დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** შეუძლია კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
დამატებითი ინფორმაცია:
კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით და საცხოვრებლით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hotelmontisio@gmail.com და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
|
|
|
|