|
დასახელება:
პრობლემური აქტივების მართვის ჯგუფის უფროსი
|
| მომწოდებელი:
Premium Leasing
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.
"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.
მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka
"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პრობლემური აქტივების სრული მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საქმის დელეგირება;
** შესრულებული შედეგების პერიოდული მონიტორინგი და რეპორტინგი;
** საჭიროებისამებრ, პრობლემური ქეისის შესწავლა და მოლაპარაკების პროცესში ჩართვა;
** პერიოდული სამუშაო შეხვედრების გამართვა;
** პასუხისმგებელია ჯგუფის მუშაობის შედეგებზე;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მიმართულებასთან ერთად ტრენინგის/სწავლების დაგეგმვა;
** დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ფინანსურ ინსტიტუტში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - უპირატესია;
** Microsoft Office (Excel, Word)- სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს,
** კომუნიკაბელურს;
** დახვეწილი საუბრის მანერით და დარწმუნების უნარით;
** ანალიტიკური აზროვნებით;
** საქმის ეფექტურად განაწილების უნარით;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარით;
** შედეგზე ორიენტირებულს;
** კარგი დროის მენეჯმენტით;
** პასუხისმგებლობიანს;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარით.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებს და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge
ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - პრობლემური აქტივების მართვის ჯგუფის უფროსი.
სასურველია, მეილში მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინი აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 იანვარი. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად.
გისურვებთ წარმატებას!
"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
|
|
|
|