|
დასახელება:
მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობის" ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას ესაჭიროება ენერგიული, კრეატიული და სტრატეგიულად მოაზროვნე მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტი, რომელიც ჩაერთვება ბრენდის განვითარებაში, ნდობის გაძლიერებაში და ჩვენს პროდუქციაზე ცნობადობის ზრდაში.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სტრატეგიული მარკეტინგის შემუშავება;
** სოციალურ ქსელებში კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და მართვა;
** PR აქტივობების დაგეგმვა - პრესრელიზების მომზადება, მედიასთან კომუნიკაცია;
** განხორციელებული კამპანიების შედეგების ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების მონიტორინგი;
** ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება (პრომო აქტივობები, პრეზენტაციები და სხვა).
საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** სოციალურ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება (FACEBOOK, INSTAGRAM, TIKTOK)
** ტექსტებთან ხარისხიანი მუშაობა (copywriting)
** კრეატიულობა და იდეების განვითარება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** უპირატესობად ჩაითვლება კანვა (Canva) /ფოტოშოფის ცოდნა;
** უცხო ენები - სასურველია ინგლისური;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და თანამშრომლებზე მოტივირებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
მდებარეობა: ქ.თბილისი, დიდი ლილო, ალექსანდრე ქართველიშვილის ქ. ნაკვეთი 726;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: oldkakheti@ktw.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, კომპანიის მხრიდან დამუშავებული და დაარქივებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|