Робота для біженців з України
ასოცირებული პორტფელის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასოცირებული პორტფელის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს საპენსიო ფონდი
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო სამსახურის პორტფელური ინვესტიციების განყოფილების პორტფელის მენეჯერის პოზიციაზე.

საინვესტიციო სამსახურის შესახებ

საინვესტიციო სამსახური არის "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სტრუქტურული ერთეული სსიპ საპენსიო ფონდში, რომლის ამოცანაა საპენსიო აქტივების ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. საინვესტიციო სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, ხოლო საინვესტიციო საქმიანობას ზედამხედველობს საინვესტიციო საბჭო. საპენსიო აქტივების ინვესტირება არის რეგულირებადი საქმიანობა და საინვესტიციო პროცესების მარეგულირებელი არის საქართველოს ეროვნული ბანკი. საპენსიო ფონდში საინვესტიციო საქმიანობა მიმდინარეობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საინვესტიციო საბჭოს მიერ, ხოლო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საინვესტიციო სამსახური. დამატებითი ინფორმაცია საპენსიო ფონდისა და მის საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.pensions.ge

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული

ასოცირებული პორტფელის მენეჯერის ძირითადი პასუხისმგებლობები:

** საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების მართვა კანონმდებლობისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად;
** ფინანსური ბაზრების და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი;
** საინვესტიციო პორტფელის ანალიზი და მონიტორინგი;
** ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიება კანონმდებლობისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში და შესაბამისი ინვესტიციების გეგმის შემუშავება;
** ინვესტიციების განხორციელების პროცესის კოორდინირება და დაგეგმვა, საინვესტიციო ანალიტიკოს (ებ)თან ერთად;
** საინვესტიციო გადაწყვეტილებების აღსრულება და ამ მიზნით კონტრაჰენტებთან ურთიერთობა;
** საინვესტიციო ინფრასტრუქტურის მუდმივ დახვეწაზე ზრუნვა, მათ შორის და არამხოლოდ - სავაჭრო ხაზების და კონტრაჰენტების ოპტიმალური ქსელის შენარჩუნების გზით;
** საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების ოპტიმალურად დაგეგმვა და შესაბამისი პროცედურების მუდმივ დახვეწაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში მაგისტრის ხარისხი, ან CFA, CAIA, ACCA ან სხვა ეკვივალენტური სერტიფიკატი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება. კაპიტალის ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** აქტივების კლასების მაღალ დონეზე ცოდნა, როგორიცაა ფულის ბაზრის ინსტრუმენტები, ობლიგაციები, აქციები, ფონდები და დერივატივები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** საინვესტიციო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Bloomberg, Reuters);
** ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს შემდეგი პიროვნული თვისებები:
** არის ორგანიზებული, ენერგიული, აქტიური და დისციპლინირებული;
** აქვს ძლიერი ანალიტიკური და გამოთვლითი უნარები;
** იჩენს ინიციატივებს და აქვს შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** შეუძლია დინამიკურ გარემოში მუშაობა და დათქმულ ვადებში დავალების შესრულება;
** იჩენს ლიდერის თვისებებს, შეუძლია გუნდის მოტივირება და მართვა;
** არის კომუნიკაბელური, აქვს პროფესიული წერითი და ზეპირი კომუნიკაციების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: CareerInvOffice@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პორტფელის მენეჯერი.

შერჩეულ კანდიდატებთან გათვალისწინებულია გასაუბრება და შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას წერითი დავალება.

განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე

კანდიდატების პერსონალური მონაცემები დამუშავდება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით).

შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით კანდიდატს მოეთხოვოს მის მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელფოსტაზე: pdp@pensions.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე