Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, გამოცდილ და პასუხისმგებელ ბარმენს, რომელიც ჩვენს გუნდში განსაკუთრებულ გემოსა და ემოციას შემოიტანს.

ბარმენი პასუხისმგებელია ბარის პროცესების ორგანიზებულ მართვაზე, სასმელების მაღალი სტანდარტებით მომზადებაზე და სტუმრებისთვის კომფორტული, მეგობრული და პროფესიონალური მომსახურების უზრუნველყოფაზე.

თქვენი როლი მოიცავს:

** კლასიკური და ავტორული კოქტეილების მომზადებას
** ყავის აპარატთან მუშაობას
** ბარის მარაგების კონტროლსა და წესრიგის უზრუნველყოფას
** სტუმრებისთვის სასმელების რეკომენდაციას და კომფორტულ კომუნიკაციას
** ბარის ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას

ვის ვეძებთ?

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით ბარში
** ყავის აპარატთან მუშაობის ცოდნით
** სასმელების სპეციფიკაში (ალკოჰოლი, ღვინო, კოქტეილები) კარგად გარკვეულ კანდიდატს
** პუნქტუალურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს
** სტრესულ გარემოში სამუშაოუნარიანს
** გუნდზე და სტუმარზე ორიენტირებულ პერსონალს

სამუშაო საათები: 11:00-00:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (დამატებით 1 დღე მოლაპარაკების საფუძველზე)

გაინტერესებს? შემოგვიერთდი!

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის საშუალებით: bamba.restaurant1@gmail.com (აღწერაში მიუთითეთ პოზიცია)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე