Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Concept Digital
გამოქვეყნდა: 06 დეკემბერი / ბოლო ვადა: 06 იანვარი
"Concept Digital" ეძებს უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერს პარტნიორი დეველოპერული კომპანია SkyLux-სთვის.

ფორმატი: დისტანციური
განაკვეთი: სრული; მოქნილი გრაფიკით
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საკომისიო თითოეული გაყიდვიდან

"SkyLux Batumi" - ეს არის პრემიუმ კლასის, მრავალფუნქციური ცათამბჯენის პროექტი ბათუმის ახალ ბულვარში. კომპლექსი გ ამოირჩევა მცირე ზომის, მოთხოვნად აპარტამენტებზე ორიენტირებული კონცეფციით, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურითა და საუკეთესო ლოკაციით, რაც გაყიდვების სფეროში მნიშვნელოვან უპირატესობას გიქმნით.

ვეძებთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა იმუშაოს საერთაშორისო სტანდარტების პროექტზე, მიიღოს სტაბილური ფიქსირებული ანაზღაურება და კონკურენტული ბონუსები ყოველ წარმატებულ გარიგებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმართვა;
** შეხვედრების ორგანიზება და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** CRM სისტემაში მონაცემების რეგულარული განახლება და სიზუსტის შენარჩუნება;
** იურიდიულ, ფინანსურ და სამშენებლო გუნდებთან თანამშრომლობა გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული კომუნიკაციის უნარი — როგორც ზეპირად, ისე წერილობით;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საკომუნიკაციო ენა - ქართული; ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა; ** კომფორტული, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: careers@conceptdigital.com

სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე