|
დასახელება:
აკადემიური თანამდებობები ბიზნესის სკოლაში
|
| მომწოდებელი:
ალტე უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, ბიზნესის სკოლაში, შემდეგ მიმართულებებზე:
პროფესორი
** ფინანსები (1 საშტატო ერთეული);
** მენეჯმენტი (1 საშტატო ერთეული);
** ეკონომიკა (1 საშტატო ერთეული).
ასოცირებული პროფესორი
** ფინანსები (2 საშტატო ერთეული);
** მენეჯმენტი (2 საშტატო ერთეული);
** მარკეტინგი (1 საშტატო ერთეული);
** ეკონომიკა (1 საშტატო ერთეული).
ასისტენტ-პროფესორი
** ფინანსები (1 საშტატო ერთეული);
** მენეჯმენტი (1 საშტატო ერთეული);
** ეკონომიკა (1 საშტატო ერთეული).
ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. პროფესორი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით:
** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
** შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
2. ასოცირებული პროფესორი, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
** დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
3. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია შეირჩეს პირი პროფესიული ნიშნით თუ მისი კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით და მას აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
პიროვნული თვისებები:
** ცოდნის გადმოცემის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინიციატივიანი და მოტივირებული;
** თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** სამართლიანი და დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** გუნდური და კონსტრუქციული
** განვითარების მზაობა, ცოდნის გაღრმავებისთვის სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა;
** კვლევებისა და პროექტების ინიცირება, დაფინანსების მოძიება და კოლეგების ინსპირაცია/დაინტერესება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
** განცხადება პრეზიდენტის სახელზე (იხილეთ თანდართული ფაილი);
** რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** ბოლო 6 წლის სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე, ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 6 (ექვსი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) ასლები;
** სადისერტაციო თემის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, მიმართულება, დარგი - თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში);
** სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;
** აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის დაკავების მიზნით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია, პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
კონკურსის ეტაპები:
** I ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა.
** II ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).
კონკურსის ვადები:
** კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 5 დეკემბრიდან;
** აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიიღება 2026 წლის 5 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი ¬ საბუთების გადარჩევა: 2026 წლის 12-13 იანვარი;
** კონკურსის მეორე ეტაპი ¬ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: ¬ 2026 წლის 15-17 იანვარი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
** კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 19 იანვარი;
** სააპელაციო განაცხადის მიღება: 2026 წლის 20-21 იანვარი;
** სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2026 წლის 22 იანვარი;
** კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნება: 2026 წლის 23 იანვარი;
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@alte.edu.ge (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N10. ადამიანების განვითარების და საქმისწარმოების დეპარტამენტში.
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|