|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ინფრაკონ
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 05 იანვარი
|
სამშენებლო კომპანია "ინფრაკონ"-ს ესაჭიროება ბუღალტერი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სახელფასო რეინჯი: 2000-2400 ლარი.
შესასრულებელი ამოცანები:
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
** ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
** ბანკის, სალარო ამონაწერების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში.
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება_oris 5, 1C-ბალანსი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel);
** აუცილებელია ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სექტორში;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი;
** მოტივაცია და შრომისმოყვარეობა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ. მისამართზე: jobs.infracon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი".
|
|
|
|