Робота для біженців з України
ასისტენტ აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტ აუდიტორი
მომწოდებელი: MOORE
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ასისტენტ აუდიტორის პოზიციაზე აუდიტისა და მარწმუნებელი გარიგებების დეპარტამენტში (https://www.moore-georgia.ge/)

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (https://www.moore-global.com/).

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** მზარდი ანაზღაურება;
** უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;
** პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;
** მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
** ინდივიდუალური მენტორინგის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
** განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** სტაჟიორებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი. მათი დახმარება სამუშაოს მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში;
** აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია - "ასისტენტ აუდიტორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე