Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=687065&print=yes&view=jobs
 
ოფისის დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის დიასახლისი
მომწოდებელი: მეტროპოლ მენეჯმენტ
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ოფისის დიასახლისის პოზიციაზე.

"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვება/ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი: 08:30-17:00, შაბათი: 08:30-15:00
სამუშაო ადგილი - ორთაჭალა, გულიას 1
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური დასუფთავება;
** სამზარეულო ზონის მოწესრიგება, ჭურჭლის დარეცხვა;
** სანიტარული სივრცეების ჰიგიენის უზრუნველყოფა;
** ნაგვის გატანა და დახარისხება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დეტალებზე ორიენტაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 დეკემბერი.

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დიასახლისი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია