Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: პრაგმა
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
ვინ ვართ ჩვენ?

"პრაგმა" - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. ჩვენ წარმატებით ვოპერირებთ 2018 წლიდან და მუდმივად ვაფართოებთ საქმიანობის არეალს. გახდი პრაგმას გუნდის წევრი და ჩაერთე ქართული ბიზნესის განვითარებაში!`

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.pragma.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე

პოზიცია ექვემდებარება: CEO
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 05/01/2026
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: ლიდების მართვა, სერვისების პრეზენტაცია, კლიენტებთან აქტიურ კომუნიკაცია

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის არსებული აუთსორს სერვისების დეტალური შესწავლა
** ლიდების მიღება, დამუშავება და შესაბამის დეპარტამენტთან კოორდინაცია
** ცივი ზარების განხორციელება, პირველადი კონტაქტის დამყარება და ინტერესი-შესაძლებლობის შეფასება
** კომპანიის სერვისების წარდგენა, შეხვედრები კლიენტებთან
** პერიოდული რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (უპირატესობა მიენიჭება აუთსორს სერვისების გაყიდვების გამოცდილებას)
** უმაღლესი განათლება
** ბიზნეს კომუნიკაციების, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები.
** სწრაფად სწავლის უნარი სხვადასხვა სერვისების სპეციფიკაზე.
** მაღალი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებელი მუშაობა, შედეგზე ორიენტაცია.
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე,
** ანაზღაურება გამომუშავებით: ფიქსირებული 1200-1500 + საბონუსე სისტემა
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათავო ოფისი

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; "გაყიდვების აგენტი".

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "პრაგმას" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე