|
დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
სტანდარტი
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 05 იანვარი
|
შპს "სტანდარტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე
სამუშაო განრიგი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
** შენობის შიდა და გარე ტერიტორიის მუდმივი მონიტორინგი;
** ორგანიზაციის უძრავ/მოძრავი ქონების (ასევე ეზო, ღობე, ნარგავები) კონტროლი და დაცვა;
** ორგანიზაციის კუთვნილ ავტოსადგომზე (პარკინგზე) ვიზიტორთა ავტომობილის დაშვების უზრუნველყოფა;
** საჭიროებისამებრ ვიდეო კამერების მონიტორინგი;
** ნებისმიერი სახის კანონდარღვევაზე და ექსტრემალურ სიტუაციაზე სწრაფი და სწორი რეაგირება;
** საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორებისთვის დახმარების გაწევა;
** საეჭვო პიროვნების შემჩნევისას ტერიტორიაზე მისი არ დაშვება;
** შენობაში არსებული ყველა წესის დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობის ინფორმირება.
** სამუშაო პერიოდში წესრიგისა და ჰიგიენის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა;
** თავაზიანი, პასუხისმგებლობიანი, მოწესრიგებული, პუნქტუალური.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ- მისამართზე eka.kupreishvili@gmail.com
|
|
|
|