|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
გიგლსი
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 05 იანვარი
|
"გიგლსი" არის "ვილბურ ჰოლდინგში" შემავალი ერთ-ერთი კომპანია; "ვილბურ ჰოლდინგის" მასშტაბით ინდუსტრიები ამჟამად მოიცავს: საცალო გაყიდვებს (IZIPIZI, Giggles Concept), სტუმარმასპინძლობას (რესტორანი Brod, სასტუმრო Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
"გიგლსი" აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი - East Point
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 1 დასვენების დღე, ან 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, კომბინირებულად; გრაფიკი 10:00-16:00/16:00-22:00
სახელფასო განაკვეთი: თვიური 700 ლარი + გაყიდვების ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთან, დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში
** პროდუქციის მახასიათებლების ახსნა დაინტერესებულებისთვის
** გაყიდვების გეგმის შესრულება
** გადახდების პროცესის მართვა, დოკუმენტაციის მოწესრიგება
** პროდუქციისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის/წესრიგის შენარჩუნება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს
|
|
|
|