Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=687018&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯაოკენი
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად: მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და სენაკში.

კომპანია "ჯაოკენი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიცია: გაყიდვების სპეციალისტი (მოსაპირკეთებელი მასალების კატეგორიაში)

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლადი
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი (ბონუსით 1200-3000 ლარამდე) გამოსაცდელი პერიოდი - 2 თვე.
ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 2 თვე - 1200 ლარი

ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლების მიიღება
** კონსულტაციის გაწევა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** რეალიზაციის გაწევა
** ინვოისის გამოწერა
** სამუშაო საათებში კორპორატიულ ფორმაში ყოფნა
** პროდუქტის მახასიათებლების, ფასების, ბრენდის, და პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის ცოდნა
** სამუშაო ადგილას კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტების დაცვა
** მომხმარებელთან მომსახურების და პროცედურების სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქართული ენა სრულყოფილად ფლობა
** რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** ურთიერთობების ადვილად დამყარების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობიანი
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** მოტივირებული
** ენერგიული
** დისციპლინური.

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** სადაზღვევო პოლისს.
** კორპორაციულ ფასდაკლებას.
** პროფესიულ განვითარებას.
** კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად.

1. ინდივიდუალური გასაუბრება
2. ტესტი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jaokeni.ge საგნის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების სპეციალისტი"

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.12.2025 წ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია