Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Creativity Academy
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
Creativity Academy არის თანამედროვე ხელოვნებისა და შემოქმედების ყველა ასაკისათვის. ვეძებთ პოზიტიურ, ორგანიზებულ და პასუხისმგებელ ადამიანს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან მუშაობა, უყვარს შემოქმედებითი გარემო და შეძლებს აკადემიის ყოველდღიური პროცესების მართვას.

ადმინისტრატორი სამხატვრო - შემოქმედებითი სკოლაში - Creativity Academy
მისამართი: ქ. თბილისი, ეკა ბეჟანიშვილის 4 (კიკვიძის პარკთან)
გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი (შეთანხმებით)

ძირითადი მოვალეობები:

** სტუდენტებისა და მშობლების მიღება, ინფორმაციის მიწოდება
** ჯგუფების რეგისტრაცია, სიების წარმოება
** გადახდების აღრიცხვა და გადახდის თარიღების კონტროლი
** პედაგოგების მხარდაჭერა (სივრცის მომზადება, მასალების მოწესრიგება)
** სოციალური ქსელებისთვის მოკლე ვიდეოებისა და ფოტოების გადაღება
** პოსტების ატვირთვა Facebook/Instagram-ზე
** სასწავლო გარემოს მოწესრიგება და ორგანიზებულობა
** მონაწილეობა ღონისძიებებისა და ვორქშოფების დაგეგმვაში (კრეატიული იდეების შეტანა)

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელური და ბავშვებთან ურთიერთობის სიყვარული
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება
** საბაზისო უნარები კომპიუტერულ პროგრამებში (Google Sheets/Docs და სხვა)
** სოციალური მედიის საბაზისო ცოდნა
** ფოტოს/ვიდეოს გადაღების უნარი (სმარტფონიც საკმარისია)
** სასურველია — გამოცდილება სკოლაში, საბავშვო სივრცეში ან ადმინისტრაციაში
** სასურველია — კრეატიული ხედვა (პოსტების, ვიდეოების იდეები)

რას გთავაზობთ:

** მეგობრული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო
** სტაბილური ანაზღაურება + ბონუსები შედეგებზე
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა (მარკეტინგი, პროექტების ორგანიზება)
** თანამედროვე, ახალგაზრდული გუნდი
** კარიერული ზრდის პერსპექტივა

ანაზღაურება:

** შეთანხმებით — გამოცდილებისა და დატვირთვის მიხედვით
** ბონუსები ჯგუფების რაოდენობასა და აკადემიის განვითარებაზე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ:

** CV
** მოკლე სამოტივაციო წერილი — რატომ გსურთ მუშაობა Creativity Academy-ში და რა გამოცდილება გაქვთ ბავშვებთან, ადმინისტრაციაში ან შემოქმედებით სფეროში.
** თემაში მიუთითეთ - ადმინისტრატორი

Email: info@creativityacademy.ge
ტელ.: 555 01 40 00

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე