|
დასახელება:
ინგლისურის მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
Creativity Academy
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 05 იანვარი
|
Creativity Academy არის თანამედროვე სამხატვრო-შემოქმედებითი სივრცე, სადაც ბავშვები სწავლობენ ხელოვნებას, ლეგოს, კრეატიულობას, ჭადრაკს და ახლა უკვე — ინგლისურ ენასაც.
ვეძებთ ენერგიულ, თბილ და ბავშვებზე ორიენტირებულ ინგლისურის მასწავლებელს, რომელიც შეძლებს ბავშვებში ენის სიყვარულის გაღვივებას საინტერესო, თამაშებზე დაფუძნებული და თანამედროვე მეთოდებით.
ინგლისურის მასწავლებელი - Creativity Academy
მისამართი: ქ. თბილისი, ეკა ბეჟანიშვილის ქ. N4 (კიკვიძის პარკთან)
ასაკობრივი ჯგუფი: ძირითადად 4-10 წლის ბავშვები, თუმცა სასურველია მასწავლებელმა შეძლოს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობა
განაკვეთი: შეთანხმებით (გაკვეთილების გრაფიკის მიხედვით)
ძირითადი მოვალეობები:
** ინგლისურის გაკვეთილების ჩატარება 4-10 წლის ბავშვებისთვის
** playful learning მიდგომებით სწავლება (თამაშები, დიალოგები, აქტივობები)
** ასაკის შესაბამისი თემებისა და გაკვეთილის გეგმების შედგენა
** ლექსიკის, გამოთქმის, მოსმენისა და საუბრის უნარების განვითარება
** ჯგუფის მართვა და პოზიტიური გარემოს შენარჩუნება
** თითოეული ბავშვის ტემპისა და ინტერესების გათვალისწინება
** თანამშრომლობა ადმინისტრაციასთან და სხვა პედაგოგებთან
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა (Upper-Intermediate+ / Advanced სასურველია — გამოცდილება ბავშვებთან მუშაობაში
** თანამედროვე, ინტერაქტიული სწავლების მეთოდების ცოდნა (სასურველია)
** მოთმინება, პოზიტიური ენერგია და ბავშვებთან თბილი დამოკიდებულება
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა
** ჯგუფის მართვის უნარი
რას გთავაზობთ:
** მეგობრული, პოზიტიური და ინსპირაციული გარემო
** სტაბილური ანაზღაურება + ბონუსების შესაძლებლობა
** საჭირო მასალების უზრუნველყოფა
** თავისუფლება კრეატიული გაკვეთილების დაგეგმვაში
** პროფესიული განვითარებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივა
ანაზღაურება:
** შეთანხმებით — გამოცდილებისა და გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით
** შესაძლებელია საათობრივი ან ჯგუფობრივი ანაზღაურება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ:
** CV
** მოკლე სამოტივაციო წერილი — რატომ გსურთ მუშაობა Creativity Academy-ში და რა გამოცდილება გაქვთ ბავშვებთან/ინგლისურში
** გთხოვთ ელ.ფოსტის თემაში მიუთითოთ: "ინგლისურის მასწავლებელი"
Email: info@creativityacademy.ge
ტელ.: 555 01 40 00
|
|
|
|