Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სმარტ კაპიტალ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
"სმარტ კაპიტალ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება);
ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება განისაზღვრება კონკრეტული კანდიდატის გამოცდილებისა და შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; თბილისის პარკინგის საშვი; ულიმიტო სასაუბრო დრო;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მენეჯმენტისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
** ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გარიგებებში მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
** კომპანიის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში და სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
** კომპანიის შიდა რეგულაციების და დოკუმენტაციის მომზადება/გადამუშავება/დამტკიცება;
** კომპანიის სამართლებრივი რისკების მართვა და ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ლიცენზიებისა და ნებართვების მოსაპოვებლად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და სანებართვო/სალიცენზიო ორგანოებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის სხვადასხვა შვილობილი კომპანიებისა და სტრუქტურული ერთეულებისთვის კონსულტაციების გაწევა;
** კომპანიის მომხმარებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მათთან მოლაპარაკებების წარმოება ან მათთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
** საბანკო ანდა ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
** სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
** ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
** სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო ტრანზაქციებში მონაწილეობის გამოცდილება, მათ შორის: M&A-სთან, პროექტების დაფინანსებასთან, ფასიანი ქაღალდების შესყიდვა-გაყიდვასთან, უძრავი ქონების შეძენა-გასხვისებასთან და კორპორატიულ მართვასთან დაკავშირებული ტრანზაქციების მომზადების და მართვის გამოცდილება;
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ადვოკატის ლიცენზიის ქონა სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მოძიების და გადამუშავების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის და გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო და კარიერული განვითარების პერსპექტივა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@smartcapital.ge. სათაურის ველში მიუთითეთ იურისტის პოზიციის დასახელება.

კომპანია თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე