|
დასახელება:
Full Stack ციფრული მარკეტერი
|
| მომწოდებელი:
მინდორი
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 05 იანვარი
|
Mindor ორგანიზმის ერთიანი გაჯანსაღების სტარტაპია. ვეხმარებით ადამიანებს გონებისა და სხეულის ერთიან გაჯანსაღებაში მეცნიერულად შესწავლილი ბუნებრივი გაჯანსაღების გზებით.
გასულ ორ წელიწადში მინდორის სხვადასხვა ციფრული არხის გამომწერების ჯამური რაოდენობა ასცდა 100, 000 საქართველოში. აქედან ათვისებული მომხმარებელი შეადგენს 15, 000-ს.
ბრენდი გამოირჩევა მომხმარებელთა მაღალი ნდობით და სიმპათიით. შემდეგი ეტაპის მთავარი გამოწვევაა ცნობადობის გაფართოება საქართველოში და მსოფლიოში.
სამუშაოს აღწერა:
პოზიცია საწყის ეტაპზე მრავალფეროვანია — კანდიდატმა აუცილებელია რომ საფუძვლიანად შეისწავლოს Mindor-ის ხედვა და ფასეულობები. შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს რამდენიმე თვეში შეუძლია მენეჯერის როლზე გადაინაცვლოს.
Mindor-ში უპირატესობას ვანიჭებთ განვითარების სწრაფ პოტენციალს, სამუშაო გამოცდილებაზე მეტად
საწყის ეტაპზე სამუშაო მოიცავს:
** ახალი ვებსაიტის კონტენტის ოპტიმიზაცია (ახალი ვებსაიტი ჯერ არ გაშვებულა)
** Ad კრეატივების ტესტირება (ფოტო/რილსი)
** Meta რეკლამების გაშვება და ოპტიმიზაცია
** ორგანული ფოტო კონტენტის მომზადება (ფოტო ტექსტით)
** შედეგების ანალიზი და რეპორტი
** მინიმუმ 3 ახალი ციფრული ექსპერიმენტი კვირაში
კანდიდატის აუცილებელი მახასიათებლები:
** გინდა გაიზარდო სტარტაპში, რომელსაც მაღალი ტემპი და ამბიცია აქვს
** გსურს FULL STACK — მომხმარებლის ციფრული მოგზაურობის შესწავლა და ცოდნის ფართოდ გამოყენება.
** აუცილებელი არაა ყველა ხელსაწყოს უკვე ფლობდე
** გიყვარს პასუხისმგებლობის აღება და პრობლემას დამოუკიდებლად გადაჭრა
** გამოირჩევი თვითსწავლის უნარით
** ეძებ გარემოს, სადაც შენი იდეები და ქმედება უშუალო გავლენას ახდენს ადამიანებზე და ბრენდის ზრდაზე
** ხარ გუნდური და შეგიძლია მეგობრული კოლაბორაცია
** ინგლისური მინიმუმ B2
** მაღალი ინიციატივა და ქმედების მიკერძოება. დიდი პლუსია თუ ოდესმე დამოუკიდებლად წამოგიწყია რაიმე პროექტი
** აუცილებელია გიყვარდეს მარკეტინგი & აღწერილი საქმე და ფასეულობრივად რეზონირებდე ჩვენს წამოწყებასთან. თუ ეს მხოლოდ სამუშაოა, თანამშრომლობა არ გამოგვივა
უპირატესობა მოგენიჭება თუ ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან იმყოფები ადრეულ კარიერაში, რადგან ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ კვლავაც სწავლის და განვითარების სეზონზე იმყოფებოდე
რატომ Mindor:
** მისიაზე დაფუძნებული ინოვაციური წამოწყება
** მენტორობა დამფუძნებლისგან. დაეუფლები მარკეტინგული ზრდის სრულ სისტემას და ბრენდ სტრატეგიას
** ცოდნის ფართოდ და პრაქტიკულად გამოყენება
** პატარა ზომის მეგობრული გუნდი, სადაც შენი ხმა ისმის და ფასდება
** გენიჭება ათასობით ადამიანის კეთილდღეობაზე უშუალო გავლენა
** მონაწილეობა ამბიციური წამოწყებაში და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობა
შეთავაზება:
პოზიცია ამ ეტაპზე სრულად დისტანციურია
წინსვლა მარკეტინგის მენეჯერის პოზიციამდე ანაზღაურების ზრდით შესაძლებელია რამდენიმე თვეშიც კი
საწყისი ანაზღაურება 900-1500 ლარი გამოცდილების მიხედვით. ანაზღაურების ზრდა ხდება შედეგების და არა დასაქმებიდან გასული დროის მიხედვით
კანდიდატის შეფასება ხდება მინი დავალების მეშვეობით
CV -ის განსახილველად აუცილებელია მოკლედ მოგვწერო 3 მიზეზი თუ რატომ ხარ შესაფერისი კანდიდატი. განაცხადი გამოგზავნე: join@mindorwell.com
|
|
|
|