Робота для біженців з України
წყლის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი - აბაშა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წყლის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას წყლის ხარისხის კონტროლის სპეციალისტის (ქიმიკოსი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: აბაშა, თამარ მეფის ქ. №19
სამუშაო ადგილი: ურეკი, თაყაიშვილის ქ. მე-4 ჩიხი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1 440 ლარი (Gross)
ვაკანტური პოზიცია: 2

ფუნქცია-მოვალეობები:

** შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულება;
** ქიმიური ანალიზის ჩატარება ლაბორატორიაში შემუშავებული და დამტკიცებული მეთოდების გამოყენებით ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისად;
** წინასწარ შერჩეული ადგილებიდან წყლის ნიმუშების აღება;
** ანალიზისათვის საჭირო მხოლოდ იმ მოწყობილობების ოპერირება, რომელზეც ქიმიკოსს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება პასუხისმგებელი პირის მიერ;
** ქიმიური გამოცდებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიული დანადგარების და საზომი აპარატურის მუშა მდგომარეობის გაკონტროლება, მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება და შიდა დაკალიბრება შემუშავებული ინსტრუქციების და სხვა დოკუმენტაციის მიხედვით;
** ანალიზისათვის საჭირო ხსნარების, რეაქტივების, ინდიკატორების მომზადება და გაფორმება მოთხოვნების შესაბამისად;
** საგამოცდო ობიექტებთან მოპყრობის წესების დაცვა;
** ტექნიკური გაანგარიშებები, გრაფიკების აგება და გამოთვლების მეთოდები და საშუალებები
** შეასრულოს მის მიერ ჩატარებული გამოცდის მეთოდების შესაბამისი დაანგარიშებები საბოლოო შედეგის მისაღებად
** გააანალიზოს, შეაფასოს, საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიის ხელმძღვანელთან ერთად განიხილოს და გააფორმოს გამოცდის შედეგები შესაბამის ჟურნალებში მეთოდური დოკუმენტების შესაბამისად. მოახდინოს მის მიერ შესრულებული გამოცდის შედეგების ავტორიზაცია.
** მონაწილეობა მიიღოს ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენაში
** ანალიზების შედეგების დადგენილი სტანდარტიდან გადახრის შემთხვევაში ლაბორატორიის ხელმძღვანელის და/ან დეპარტამენტის უფროსის ინფორმირება;
** ლაბორატორიულ მუშაობასთან დაკავშირებული ჩანაწერების წარმოება შედგენილი ინსტრუქციების და სტანდარტების შესაბამისად;
** ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა თითოეული გამოცდის დროს;
** ლაბორატორიის ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული ჩანაწერების კონტროლი;
** იზრუნოს რეაქტივების, ტიტრიანი ხსნარების, ლაბორატორიული დანადგარების და აპარატურის შესაბამის მდგომარეობაში ყოფნაზე, ასევე აღწეროს რეაქტივების და ლაბორატორიის ჭურჭლის შემოსავალ-გასავალი და თვალყური ადევნოს მათ ეკონომიურ და რაციონალურ გამოყენებას;
** ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოებში მონაწილეობა;
** შრომის კანონმდებლობის, უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, ლაბორატორიაში მუშაობის წესების დაცვა;
** ნარჩენების იდენტიფიკაცია, მოგროვება, შენახვა, გაუვნებლება;
** სამუშაოს დამთავრების შემდეგ სამუშაო გარემოს და გამოყენებული ჭურჭლის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება/წარდგენა უშუალო უფროსისთვის;
** პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებული ლაბორატორიული საქმიანობის მიუკერძოებლობაზე და ამ საქმიანობისას მიღებული ან შექმნილი ყველა ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;
** ხელმძღვანელობის მითითებების და დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია ლაბორატორიის საქმიანობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; მიმართულება სასურველია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულება - ქიმია, ბიოქიმია, ეკოლოგია, ქიმიური ექსპერტიზა, ტექნოლოგი და სხვა;
** მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე