|
დასახელება:
HR მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
STREAM
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე კომპანია "LLG" -ისთვის, რომელიც აწარმოებს მრავალფუნქციურ და მაღალი ხარისხის კარ-ფანჯარას საცხოვრებელი თუ კომერციული პროექტებისთვის.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.lgg.ge/
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი და მოტივაცია შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.
სამუშაო ადგილი: თბილისი - დიღომი, სამომავლოდ (5-6 თვეში) განიხილება რელოკაცია წეროვანში (წეროვანში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია ან უზრუნველყოფს საწვავით)
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ -18:00 სთ)
ანაზღაურება: 3000-3500 ლ. (NET)
დაქვემდებარება: კომპანიის დირექტორი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში HR პროცესების მართვა და განვითარება;
** თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის და ონბორდინგის პროცესის მართვა;
** HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა (თანამშრომელთა პირადი საქმეების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება);
** საჭიროებისამებრ, კონკრეტულ პოზიციაზე სამუშაო აღწერის ან/და თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა/განახლება;
** ყოველთვიური სახელფასო ფაილების მომზადება;
** თანამშრომელთა კარიერული განვითარების პროგრამის (Learning & Development) შემუშავება, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტრენინგების ან/და შეხვედრების დაგეგმვა თანამშრომლებისთვის;
** თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა, წამახალისებელი ღონისძიებებისა და აქტივობების ინიცირება და ორგანიზება;
** ორგანიზაციულ კულტურაზე/გარემოზე მუდმივი ზრუნვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ ან ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@stream.com.ge არაუგვიანეს 19 დეკემბრისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM" (https://www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|