|
დასახელება:
საინფორმაციო დესქის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ევექსი
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - კარავს. კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.
"ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს შერჩევას საინფორმაციო დესქის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ვარკეთილის პოლიკლინიკა
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებაში, მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
** პაციენტის საავადმყოფო ფურცლის ადმინისტრირება: გახსნა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა, საჭიროების შემთხვევაში გაგრძელება, გაცემა, დახურვა, ჟურნალში მონაცემების ასახვა;
** საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის დამსაქმებლებთან კომუნიკაცია; პაციენტის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ადგილობრივი მმართველობითი ორგანოებისგან (მერია, გამგეობა, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური და სხვა) დაფინანსების მიღების მიზნით, პაციენტების ფორმა 100-ების ჯანდაცვის პორტალზე ატვირთვა;
** შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პორტალზე საჭირო ინფორმაციის ატვირთვა (პაციენტის მონაცემების, ექიმის მონაცემების, ფორმა 100-ის, დანიშნული წამლების);
** ფორმა 100-ების დამოწმება (საჭიროებიდან გამომდინარე, მენეჯერის ბეჭდითა და ფაქსიმილიით, ექიმის ცოცხალი ხელმოწერით) და პაციენტებისთვის მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/sainformacio-deskis-specialisti/577
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|