Робота для біженців з України
IT Equipment Delivery Specialist
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT Equipment Delivery Specialist
მომწოდებელი: SKYHI
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
SKYHI - IT მომსახურებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკონსულტაციო კომპანიაა. ჩვენი კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის - ადამიანი უპირველეს ყოვლისა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც 2014 წლიდან დღემდე შეძლო ყველაზე დიდი პორტფელის და მომსახურების მაღალი სტანდარტის შექმნა IT მომსახურებისა და კონსალტინგის სფეროში.

ჩვენი საქმიანობის საფუძველია "Human First" ფილოსოფია — ადამიანზე ორიენტირებული კომუნიკაცია, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება.

SKYHI-ში გვჯერა, რომ ადამიანის სამსახურში ჩამდგარი ტექნოლოგია განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იძლევა - "Sky is the limit"!

გაიგე მეტი ჩვენ შესახებ: https://skyhi.ge/en

თუ ახლა იწყებ კარიერას და ეძებ საინტერესო შესაძლებლობას, გიყვარს და გსიამოვნებს ადამიანებთან კომუნიკაცია; გაინტერესებს ტექნოლოგიები და გინდა დასაქმდე თანამედროვე, განვითარებად ტექნოლოგიურ კომპანიაში, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას მიიღო გამოცდილება და განივითარო ისეთი უნარები, რომელიც შენ მიერ არჩეულ ნებისმიერი პროფესიისთვის მყარი საფუძველი იქნება, SKYHI-ში IT Equipment Delivery Specialist გელოდებით.

IT Equipment Delivery Specialist პოზიციის მთავარი მიზანია IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და ეფექტიანი ტრანსპორტირება, პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა და IT ტექნიკოსების ოპერაციულ პროცესებში დახმარება, SKYHI-ს სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თბილისის მასშტაბით, კომპანიის კუთვნილი ავტომობილით, პარტნიორი კომპანიების IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ტრანსპორტირება;
** ოფიციალურ სერვის-ცენტრებსა და ტექნიკის მომწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია, შეძენილი/შეკეთებული ტექნიკის პარტნიორი კომპანიების ოფისებში მიწოდება;
** ტექნიკის და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოდ გადატანის უზრუნველყოფა;
** საჭიროებისამებრ მომხმარებლის მისამართზე, მინიმალური ტექნიკური დახმარების გაწევა, IT ტექნიკოსის მხარდაჭერით;
** IT ტექნიკოსების გადაადგილების უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ მოთხოვნის შესაბამისად;
** სხვა ლოჯისტიკური და საორგანიზაციო საკითხების შესრულება საჭიროებისამებრ.

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მინიმუმ 1 წლიანი მართვის გამოცდილებით);
** მინიმუმ 21 წლის ასაკი;
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა და სიზუსტე;
** მომხმარებელზე ორიენტირებული კომუნიკაცია;
** ტექნოლოგიების მიმართ დაინტერესება და განვითარების სურვილი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალურ, სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** IT მხარდაჭერის გუნდის პრაქტიკულ გამოცდილების გაზიარებას;
** კომპანიის შიდა სწავლების და განვითარების რესურსებზე წვდომას;

თუ შენც გჯერა ტექნოლოგიების ძალის და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ შეავსე აპლიკაცია: SKYHI - IT Equipment Delivery Specialist in Tbilisi

სამუშაო ადგილი: ც. დადიანის #7, ბიზნეს ცენტრი ქარვასლა
სამუშაო გრაფიკი: ცვლადი, კვირაში 40 საათი

SKYHI-ს გუნდი გელოდება და გისურვებს წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე