Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: პოლიგრაფიული საწარმო
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
პოლიგრაფიული საწარმო აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 საათი.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ფიქსირებული)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების ორ სართულზე სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** თითოეულ სართულზე არსებული სველი წერტილების ყოველდღიური დალაგება;
** სართულებს შორის მდებარე საერთო სივრცის მოწესრიგება და სისუფთავის შენარჩუნება

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ფიზიკური მზაობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე kh.kulua@hrspace.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების გადაცემას დამსაქმებელი კომპანიისთვის და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ და არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე