Робота для біженців з України
1-ლი კატეგორიის მთარგმნელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1-ლი კატეგორიის მთარგმნელი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული სამსახურის მთარგმნელთა განყოფილების 1-ლი კატეგორიის მთარგმნელის თანამდებობაზე

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი (სასურველია ფილოლოგიური) განათლება;
** მთარგმნელად მუშაობის გამოცდილება - 5 ან მეტი წელი;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სათანადო ცოდნა;
** მთარგმნელობითი გამოცდილება ტექნიკურ, ფინანსურ და იურიდიულ სფეროებში;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook), Adobe Acrobat.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სხვადასხვა შიდა და გარე დოკუმენტაციისა და მასალების (მათ შორის, და არა მარტო, ხელშეკრულებების, სერტიფიკატების, მინდობილობების, ოფიციალური წერილების, ანგარიშების, სადამფუძნებლო, ტექნიკური, სადაზღვევო, საანგარიშსწორებო და ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტაციის) თარგმნა ქართული ენიდან რუსულ/ინგლისურ ენაზე და პირიქით;
** ზეპირი თარგმანი ქართული ენიდან რუსულ/ინგლისურ ენაზე და პირიქით.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი დატვირთვის ქვეშ მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელობა;
** პუნქტუალობა

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი Curriculum Vitae (სავალდებულოა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ იქნება განხილული) შემდეგ მისამართზე: vakansia@telasi.ge 2025 წლის 20 დეკემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე