|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი-ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ოქსონ სოლუშენსი
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 05 იანვარი
|
კომპანიის შესახებ შპს "ოქსონ სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსი-ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2, მზიური ბიზნეს ცენტრი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფინანსური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზში დახმარება.
** ბიუჯეტისა და ფინანსური პროგნოზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
** ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი და მონაცემთა ბაზების განახლება.
** ხარჯების, შემოსავლებისა და გადახრების (Variance Analysis) საბაზისო ანალიზი.
** შიდა რეპორტების მომზადებაში მხარდაჭერა.
** დეპარტამენტებთან კომუნიკაცია საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
სავალდებულო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით.
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება.
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
** Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა
დამატებითი ბენეფიტი: დაზღვევა
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშაო თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: Hr@bsp.com.ge
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|