Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686840&print=yes&view=jobs
 
წამყვანი სპეციალისტი - მედიცინის ფაკულტეტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წამყვანი სპეციალისტი - მედიცინის ფაკულტეტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშ)ე პოზიციაზე.

2.ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ -დან 18:00 სთ -მდე, შესვენება 13:14 საათამდე ყოველდღე, შაბათ -კვირის გარდა . შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, შრომითი ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივით.

3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ)მუშაობის2 წლიანისამუშაოგამოცდილება, მათშორისსასურველია, სასწავლოანსამეცნიეროსფეროში 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
დ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser).

4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

ა) საქართველოს კანონს "უმაღლესი განათლების შესახებ";
ბ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე. 5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

6.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვან სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:

1. ფაკულტეტისსამეცნიეროსაქმიანობის სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხებისორგანიზება და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო მხარდაჭერა;
2. ფაკულტეტის პერსონალისათვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა სამეცნიერო ფონდების მოძიების, პატენტების შექმნისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით;
3. აკადემიური პერსონალის თვითშეფასების კითხვარის შევსების ორგანიზება;
4. სადოქტორო სწავლების მართვადა მონიტორინგი;
5. დოქტორანტთა სემინარების და კოლოქვიუმების ორგანიზება;
6. დოქტორანტთა სასწავლო და კვლევითი გეგმების შესრულების მონიტორინგი;
7. 1უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული და მოწოდებული სხვადასხვა სახის სტიპენდიების, საგრანტო კონკურსებისა და არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ დოქტორანტებისთვის რეგულარულად ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
8. დოქტორანტურის ბაზაზე მუშაობა; ახალ ბაზაში სასწავლო პროგრამების აგება და გამართვა; დოქტორანტების შესახებ პირადი ინფორმაციის შეყვანა და საგნებზე რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
9. სადოქტორო ნაშრომების დაცვის პროცედურული საკითხების ორგანიზება;
10. დოქტორანტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ წერილების მომზადება და შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა;
11. სასწავლო პროცესის სწორი წარმართვისათვის რეგულარული თანამშრომლობა სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი; გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინებისსაფუძველზეშესარჩევკომისიასთანგაივლისგასაუბრებას (კონკრეტულითარიღიდადრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობებათ პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 5 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს- "მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიცია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია