|
დასახელება:
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
|
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტის (კონსულტანტის) შტატგარეშე პოზიციაზე.
2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ სპეციალისტის პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ინგლისური B1 დონე.
4.აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ ვიტარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტის (კონსულტანტის) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა) უზრუნველყოს კონსულტირება ნაბეჭდი პროდუქციის სწრაფად და ეფექტიანად რეალიზებისთვის;
ბ) განახორციელოს ბაზრის კვლევა;
გ) უზრუნველყოს პროდუქციის გასაღების ადგილების მოძიება; დ) უზრუნველყოს ონლაინ გაყიდვების ორგანიზება;
ე) განახორციელოს გამომცემლობის დირექტორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებები;
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკიმენტების ასლები;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 5 დეკემბრიდან 2025 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს -გამომცემლობის სპეციალისტის (კონსულტანტის) შტატგარეშე პოზიცია.
|
|
|
|