Робота для біженців з України
წყლის ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წყლის ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფილიალის წყლის ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაჰესი, წინამძღვრიშვილის ქ.№17ბ.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2880 ლარი (Gross)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულება;
** დაქვემდებარებულთა სამუშაო პროცესის მართვა და მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების კონტროლი;
** წყლის ხარისხის შეფასება;
** სერვის ცენტრების ლაბორატორიების თანამშრომლებისაგან, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით აღებული სინჯების შედეგების შესახებ მონაცემების მიღება, პრობლემების გაანალიზება და პასუხისმგებელი პირებისა და ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის ყოველდღიურად მიწოდება;
** რეგიონში შემავალი სერვის ცენტრების სასმელი წყლის დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი;
** სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრების, ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი;
** წყალმომარაგების სისტემიდან წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებითა და კანონით დადგენილი წესით, წლის განმავლობაში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის, მონიტორინგის სქემისა და ჯერადობის განსაზღვრა, მაჩვენებლების და ნიმუშების რაოდენობის დადგენა- სამუშაო გეგმების შემუშავება და შესრულების კონტროლი;
** კოორდინაციის უწევს დოკუმენტაციის იმპლემენტაციას სერვის-ცენტრის ლაბორატორიულ საქმიანობაში;
** შეიმუშავებს რეგიონში შემავალი ლაბორატორიების წლიურ ბიუჯეტს და წარუდგენს დეპარტამენტს
** გეგმავს შესყიდვების პროცედურებს ლაბორატორიების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფის მიზნით და წარუდგენს დეპარტამენტს;
** აწარმოებს ხარჯთაღრიცხვას და წარუდგენს დეპარტამენტს;
** ანალიზების შედეგების დადგენილი სტანდარტებიდან გადახრის შემთხვევაში სერვის-ცენტრის, რეგიონული ფილიალისა და სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ინფორმირება; პრობლემის შეფასება, კორექციისა და მაკორექტირებელი ქმედებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება ;
** მიკრობიოლოგიური და ქიმიური ანალიზების ჩატარება შემუშავებული მეთოდიკების შესაბამისად;
** მიკრობიოლოგიური და ქიმიური ანალიზებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ოპერირება; მუშა მდგომარეობის გაკონტროლება, მუშა მდგომარეობის შენარჩუნება;
• საჭირო ხსნარების, რეაქტივებიდს მომზადება და გაფორმება;
** ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩანაწერების წარმოება;
** ნარჩენების იდენტიფიკაცია, შეგროვება, შენახვა, გაუვნებელყოფა
** წინასწარ შერჩეული ადგილებიდან წყლის ნიმუშების აღება;
** ადგილზე ჩატარებული შეფასების შედეგებისა და წყლის ნიმუში/სინჯის აღების პროცესის დოკუმენტირების უზრუნველყოფა (ნიმუში/სინჯის აღების აქტის შევსება); ნიმუშების მარკირება
** კომპანიის ელექტრონული მართვის სისტემაში ნიმუშების აღების გეგმა-გრაფიკის ასახვა და ს/ც თანამშრომლების შედეგების ვიზირება;
** საჭირო ინვენტარის მომზადება წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად (ნიმუში/სინჯის აღებისათვის აუცილებელი ინვენტარი და საჭირო მოწყობილობები უნდა მომზადდეს წინასწარ)
** წყლის ნიმუში/სინჯის აღებაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა; კოორდინაცია;
** პერსონალის არ ყოფნის შემთხვევაში, სამუშაო განაწილების უზრუნველყოფა;
** სასმელი წყლის ხარისხზე მოქმედი რისკ-ფაქტორების დადგენა, ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკის შეფასება, წყალმომარაგების სისტემების დეზინფექციის შედეგების გაკონტროლება;
** ოპერატორებისთვის, სერვის-ცენტრის პერსონალისთვის სწავლების ჩატარება კომპეტენციის ფარგლებში, კომპეტენციის შეფასება;
** სათავე-ნაგებობების სანიტარიულ-ჰიგიენური მონიტორინგის ჩატარება;
** სასმელი წყლის გამოყენებაზე რეკომენდაციების შემუშავება, წყალმოხმარების შეზღუდვისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების შემუშავება;
** წყლის ხარისხთან დაკავშირებული საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის აუცილებლობის გათვალისწინება;
** დადგენილი ვადების შესაბამისად და კომპეტენციის ფარგლებში სემეკის მიერ დადგენილი ანგარიშგების ფორმების წარმოება;
** მასზე მინდობილი კომპანიის კუთვნილი ქონების დაცვა/მოფრთხილება;
** ანგარიშგება სათავო ოფისთან;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის წარმოება;
** სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; მიმართულება სასურველია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულება - ქიმია, ბიოლოგია, ბიოქიმია, ეკოლოგია, ქიმიური ექსპერტიზა, გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია და სხვა;
** მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 16 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე