Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686766&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე სათაო ოფისში.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი. მისამართი: თორნიკე ერისთავის #5 (კინო "საქართველოსთან").
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), თვეში 2 შაბათი (10:00-14:00)
ანაზღაურება: 1600 ლარი NET (გამოსაცდელ პერიოდში 3 თვე - 1300 ₾ პერიოდული მატებით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარებების პროგრამული შესრულება (APEX)
** საბანკო ოპერაციების შესრულება
** სალარო აპარატებთან დაკავშირებული პროცედურების მართვა
** ს/ ზედნადებების, უკან დაბრუნებების ზედნადებებისა და ფაქტირების გაგზავნა დადასტურების კონტროლი.
** სალარო ოპერაციები, ნაღდი - უნაღდო რეალიზაციების ყოველდღიური კონტროლი.
** საბანკო: ინკასაციებისა და ტერმინალების ასახვის კონტროლი.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება, უფლებამოსილების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით
** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** სასურსათო ტიპის ქსელურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Vacancy@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია