|
დასახელება:
მოძრავი მერჩენდაიზერი
|
| მომწოდებელი:
დოპამინი
|
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 04 იანვარი
|
საკვები პროდუქტების და ალკოჰოლის სადისტრიბუციო კომპანია "დოპამინი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
"დოპამინი" უკვე 4 წელია საქმიანობს საქართველოს ბაზარზე და არის მზარდი მრავალპროფილური სადისტრიბუციო კომპანია რომელიც ახორციელებს ისეთი პრემიალური ბრენდების იმპორტს და დისტრიბუციას როგორიცაა: "Tabasco", "Mr. Beast", "Takis", "Van Holten", "Jack Daniels", "RAW Rolling Papers" და სხვა.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-19:00 სთ;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი და საბონუსე სისტემა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პარტნიორ ქსელურ სუპერმარკეტებში კომპანიის ასორტიმენტის თაროებზე სწორი განლაგების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** პროდუქციის ვადების შემოწმება;
** პროდუქციაზე სწორი ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** განთავსებული პროდუქციის ვიზუალის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა.
** უშუალო ხელმძღვანელთან ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.ფოსტაზე: info@dopamine.ge და აუცილებლად, სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|