Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686751&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ტექპოინტი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

"ალტა"-ს შვილობილი კომპანია "ტექპოინტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე სერვისის მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი ზარების მიღება;
** საინფორმაციო ზარებზე დროული რეაგირება;
** მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და მათი დაცვა;
** აქსესუარების შესახებ ინფორმაციის გაცემა/შესაკეთებელი ნივთის სტატუსთან დაკავშირებული გამავალი ზარების განხორციელება;
** მონტაჟის მოთხოვნის მიღება, ვადების დაზუსტება და პროგრამული ფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის სწორი გადამისამართება;
** შემოსული ზარების აღრიცხვა და სორტირება საკითხების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** პასუხისმგებლიანობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Mv76KcB
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია