|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
3D Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 04 იანვარი
|
ფარმაცევტული კომპანია შპს "3დ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი და მონიტორინგი;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი;
** ხელფასის გაანგარიშება/დარიცხვა/გადარიცხვა;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება;
** ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, შემოწმება და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა;
** სხვადასხვა სახის ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
** პერიოდული ფინანსური უწყისების და ანგარიშების მომზადება;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით (ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
** რუსული ენის ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, აუცილებელია პროგრამა INFO -ს ცოდნა
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: 3dgeorgiallc@gmail.com. საგანში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
|
|
|
|